Columbia & Converse & Mustang-ის მულტიბრენდული მაღაზია ბაზარზე 9 წელია წარმატებით ოპერირებს და ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიო ბრენდების მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას.
 
ქსელში წარმოდგენილი ბრენდები, თითქმის საუკუნეა, რაც კომფორტული დასვენებისა და გართობისთვის შესაბამის სპორტულ სამოსს ქმნიან.

Columbia – პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელიც აწარმოებს სპორტულ, სამთო-სათხილამურო ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს.  
წყალგაუმტარი, ყინვაგამძლე, თერმო, გაგრილებისა და მზისგან დამცავი ტექნოლოგია უზრუნველყოფს თქვენს მშვიდ და საიმედო მოგზაურობას ნებისმიერ ამინდში.

Mustang Jeans – ჯინსების მწარმოებელი პირველი ევროპული ბრენდი  ჯინსის ისტორიაში, რომელიც ასევე ინოვატორი იყო ქალის ჯინსის წარმოებაში.
მსოფლიო ბაზარზე 1932 წელს  გამოჩნდა და მას შემდეგ ქმნის გერმანული პრემიუმ ხარისხის ქალისა და მამაკაცის ჯინსებს, ასევე ქურთუკებს, პერანგებს, მაისურებსა და  აქსესუარებს.

Converse – საკულტო ბრენდი, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. არასდროს კარგავს აქტუალურობას ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის. კომფორტული, მსუბუქი, ჰაერგამტარი სნიკერსები ყველა სეზონს შეეფერება.

Napapijri –  პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელიც ქმნის სპორტული სტილის ყოველდღიურ სამოსს. Napapijri-ს დამფუძნებლებზე  გავლენა მოახდინა გასული საუკუნის ექსპედიციებმა და უშიშარმა მკვლევარებმა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება გადააქციეს მოგზაურობად და კაცობრიობა შთააგონეს.
Napapijri იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს ტანსაცმლის წარმოებაში თანამედროვე სტილთან შერწმით და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის იტალიურ Outdoor სამოსს.