როგორ ხდება შეკვეთის მიწოდება?
მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისის ნებისმიერ უბანში ადგილზე მიტანა უფასოა. რეგიონებში მიწოდებას ახორციელებს გადამზიდი კომპანია – შპს „პოსტე“ და საფასურს იხდით თქვენ, კურიერთან მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების ფასი 5-დან 10 ლარამდეა, დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე. თბილისში შეკვეთას მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან 1 – 2 სამუშაო დღის განმავლობაში. რეგიონებში 2- 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეკვეთის ჩაბარებისას საჭირო იქნება წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა. ასევე შესაძლებელია, შეკვეთა ჩაიბაროს სხვამ, თუ წარადგენს თქვენს პირადობის მოწმობას.